
სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების მართვა
ონლაინ ტრენინგის მიზანია სპეციალისტებში სტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული დარღვევების კლინიკური მართვის ცოდნის გაღრმავება. სტიმულატორების, როგორიცაა ამფეტამინები, მეტამფეტამინი და კოკაინი, მოხმარებასთან დაკავშირებული ფსიქოზური და ქცევითი აშლილობების დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია; ინტოქსიკაციის, აღკვეთის და ხანგრძლივი მოხმარების მართვის კლინიკური სქემების გაცნობა; კლინიკური გადაწყვეტილების მიღებაში მხარდამჭერი ინსტრუმენტების და სტანდარტების შესახებ ცოდნის გაღრმავება.