ფსიქოაქტიური ნივთიერებების კლასიფიკაცია სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენება. კლასიფიკაციის ამგვარი სისტემები წინა ხაზზე მყოფ ჯანდაცვის სპეციალისტებს აწვდიან ინფორმაციას, რათა დაეხმარონ მათ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში სხვადასხვა შემთხვევების დროს, მათ შორის როგორიცაა ზედოზირება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბორბალი საშუალებას აძლევს პარამედიკოსებს, ასევე ექიმებს, ექთნებს, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და სოციალურ მუშაკებს სწრაფად გაიგონ სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების ეფექტი კონკრეტული ან ახალი ნივთიერების სიღრმისეული ცოდნის საჭიროების გარეშე. რაც ამარტივებს მკურნალობის მიწოდებას, სხვადასხვა ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების ზედოზირების პრევენციას და ზიანის შემცირების სტრატეგიების შემუშავებას.
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბორბალი ადაპტირებულია ალტერნატივა ჯორჯიას მიერ ავსტრალიის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ფონდის კლასიფიკაციის მოდელზე დაყრდნობით.