ნარკოტიკული ნივთიერებები

GHB

მოკლე აღწერა

დეპრესანტები გავლენას ახდენენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანელებენ ტვინსა და სხეულს შორის კავშირს/ურთიერთქმედებას. ზოგიერთ შემთხვევაში დეპრესანტები აქვეითებენ კონცენტრაციას, თავშეკავების უნარს და კოორდინაციას და იწვევენ მოდუნების შეგრძნებას. გავრცელებული დეპრესანტებია ალკოჰოლი, ბენზოდიაზეპინები, GHB/GBL და ინჰალანტები/აქროლადი გამხსნელები.

რა არის GHB?

GHB (გამა ჰიდროქსიბუტირატი) არის დეპრესანტი, რაც ნიშნავს, რომ ის ანელებს შეტყობინებების გადაცემის პროცესს თავის ტვინსა და სხეულს შორის.
GBL (გამა ბუტიროლაქტონი) და 1,4-BD (1,4-ბუტანედიოლი) ნივთიერებებია, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან GHB-თან. როგორც კი GBL ან 1,4-BD მოხვდება ადამიანის ორგანიზმში, ძალიან სწრაფად გარდაიქმნება GHB-იდ.1

 

GHB უმეტესად უფერო, უსუნო, მწარე ან მარილიანი გემოს მქონე სითხეა, რომელიც ხშირად იყიდება პატარა ბოთლებში ან ფლაკონებში. ის ასევე შეიძლება იყიდებოდეს კაშკაშა ლურჯი სითხის სახით, რომელიც ცნობილია როგორც „ლურჯი ნიტრო“ და უფრო იშვიათად უწოდებენ კრისტალურ ფხვნილს.2

 

სხვა სახელებია
ჯი, ფანტაზია, სხეულის მძიმე დაზიანება (GBH), წვენი, თხევადი ექსტაზი, თხევადი E, თხევადი X, Georgia Home Boy, საპონი, სკუპი, ალუბლის მეთი, ლურჯი ნიტრო, თევზები.

 

სხვა დეპრესანტებია

  • ალკოჰოლი
  • ბენზოდიაზეპინები
  • კავა

 

როგორ გამოიყენება GHB?
უმეტესად მოიხმარება გადაყლაპვის გზით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ინექციური გზით იყენებენ ან სხეულში შეჰყავთ ანალური ხვრელიდან.3

 

GHB-ის ეფექტები

ნებისმიერი ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და მისი მიღებისას მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა.

 

GHB ყველა ადამიანზე განსხვავებულად ზემოქმედებს და ის დამოკიდებულია:

  • მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე
  • GHB-ის სიძლიერეზე (დამოკიდებულია GHB-ის პარტიაზე)
  • ადამიანის ზომაზე, წონაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
  • არის თუ არა ადამიანი მიჩვეული მის მოხმარებას
  • მოიხმარეთ თუ არა სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად დაახლოებით იგივე დროს

 

ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტები შეიძლება დაიწყოს GHB-ს მიღებიდან 15-20 წუთის განმავლობაში და გაგრძელდეს დაახლოებით 3-4 საათი:

  • ეიფორია
  • სექსუალური ლტოლვის გაზრდა
  • თავშეკავების უნარის დაქვეითება
  • ძილიანობა
  • ტრემორი (კანკალი)
  • გულისრევა
  • დიარეა.2

 

GHB-ის ქიმიური შემადგენლობა შეიძლება იყოს ძალიან განსხვავებული და მარტივად დაგემართოთ ზედოზირება. რთული განსასაზღვრია განსხვავება ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობისთვის საჭირო დოზასა და ზედოზირების გამომწვევ რაოდენობას შორის. GHB-ს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ზრდის დაზიანების, ასევე დაბნეულობის, თავბრუსხვევის ან გონების მოულოდნელად დაკარგვის რისკებს.4

 

ზედოზირება
GHB-ის დიდი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლოა, დაგემართოთ ზედოზირება. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დაუკავშირდით 112-ს, თუკი თქვენ ან სხვას გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვილი სიმპტომიდან ერთ-ერთი (სასწრაფოს თანამშრომლებს აღარ აქვთ ვალდებულება, რომ გამოიძახონ პოლიცია):

 

  • ღებინება
  • არარეგულარული ან ზედაპირული სუნთქვა
  • დაბნეულობა, გაღიზიანება და აჟიტაცია
  • ჰალუცინაციები
  • ცნობიერების და მეხსიერების დაკარგვა
  • უგონო მდგომარეობა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3-4 საათის განმავლობაში
  • სიკვდილი.2

 

გრძელვადიანი ეფექტები
მწირი ინფორმაცია არსებობს თუ რა გავლენას ახდენს GHB-ის ხანგრძლივი მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასეთ შემთხვევაში, ძირითადი რისკი დამოკიდებულების განვითარებაა. სხვა გრძელვადიანი ეფექტებია:

  • მეხსიერების მძიმე პრობლემები
  • გულის დაავადებები
  • ჰალუცინაციები
  • ძლიერი შფოთვა 4, 5
  • სუნთქვის პრობლემები.

 

GHB-ის სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად მოხმარება


GHB-ის სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან, მათ შორის ურეცეპტო ან ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებთან, ერთად მოხმარება შეიძლება სახიფათო და არაპროგნოზირებადი იყოს და გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი ეფექტები: 
 
  • GHB  +  ალკოჰოლი ან  ბენზოდიაზეპინები: მაღალია ზედოზირების რისკი.3
  • GHB + ამფეტამინები + ექსტაზი: უზარმაზარი დატვირთვა ორგანიზმზე და კრუნჩხვების რისკი.
 
GHB-ის მოხმარებამ, სტიმულატორებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად, შეიძლება გამოიწვიოს ორივე ნივთიერებაზე დამოკიდებულება.
 

 

აღკვეთის მდგომარეობა
GHB-ს ხანგრძლივად მოხმარების შემდეგ მოხმარების შეწყვეტა რთულია, რადგან ორგანიზმს უწევს მიეჩვიოს მის გარეშე ფუნქციონირებას. თუკი გეგმავთ GHB-ს მოხმარების შეწყვეტას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სპეციალისტთან საუბარი. 
აღკვეთის სიმპტომები, უმეტესად იწყება ბოლო დოზის მიღებიდან დაახლოებით 6-72 საათის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 5-15 დღის განმავლობაში. ეს სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: 

 

  • დაბნეულობას და აჟიტირებას
  • შფოთვასა და პანიკას
  • აჩქარებულ გულისცემას
  • ტრემორს
  • ღებინებას
  • პარანოიას
  • მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს
  • დელირიუმს.7,2

 

დიდი დოზების მიღების შემთხვევაში, ნივთიერების მოხმარების უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები, გულისცემის შენელება, გულის გაჩერება და თირკმლის უკმარისობა.4

 

GHB-ის სტატისტიკა საქართველოში
2021 წლის ევროპული ვებ-გამოკითხვის  მიხედვით, GHB/GBL-ის ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხმარების მაჩვენებელი სხვა ნივთიერებებთან შედარებით ყველაზე დაბალი იყო და შეადგინა 2,8%.7

 

GHB და საქართველოს კანონმდებლობა

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში GHB შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების II სიაში.  II სია მოიცავს ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებებს − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართულ ნარკოტიკულ საშუალებებს, მათი წამლის ფორმებს, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ სხვა ნივთიერებებს, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია.8


დახმარების მიღება
თუ GHB-ის მოხმარება გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, ოჯახზე, ურთიერთობებზე, სამსახურზე, სკოლაზე, ფინანსებსა და ცხოვრების სხვა სიტუაციებზე, ან თუ თქვენ ღელავთ თქვენს საყვარელ ადამიანზე, შეგიძლიათ დახმარება და მხარდაჭერა მიიღოთ:

 

ფენტანილის, ამფეტამინის აღმოსაჩენი ჩხირის და Marquis, Liebermann და Mecke რეაგენტების მისაღებად დაუკავშირდით ორგანიზაცია მანდალას.

 

ალტერნატივა ჯორჯია
სიგმა-ს აპარატებიდან ფენტანილის ჩხირისა და  Marquis, Liebermann, და Mecke-ის რეაგენტების მისაღებად მიმართეთ ალტერნატივა ჯორჯიას.

 

მისამართი:

ნუცუბიძის ქ. #14ა, ოფისი #2

0177 თბილისი, საქართველო

 

ტელეფონი:

(+995 32) 239 1166/239 6699

 

 

 

ბიბლიოგრაფია

1. Julien R Advokat C & Comaty J. A primer of drug action. New York: Worth Publishing; 2011.

2. DrugWise. GHB/GBL: DrugWise; 2017

3. Hillebrand J Olszewski D & Sedefov R. GHB and its precusor GBL: An emerging trend case study. EMCDDA; 2008.

4. Darke S, Lappin, J. & Farrell, M. The Clinician's Guide to Illicit Drugs. United Kingdom: Silverback Publishing 2019 [17.11.2020].

5. Government of Canada. GHB: Canada.ca; 2020

6. World Health Organisation. Lexicon of Alcohol and Drug Terms. World Health Organisation; 1994.

7. ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია”, 2021 https://justice.gov.ge/files/PXJrl1DHkAvd.pdf

8. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, საქართველოს პარლამენტი, 2012 https://matsne.gov.ge/ka/document/view/1670322?publication=21