ნარკოტიკული ნივთიერებები

DMT

მოკლე აღწერა

ფსიქოდელიკები (იგივე ფსიქოდელიური ნივთიერებები) ასევე ცნობილია როგორც ჰალუცინოგენები. მათ შეუძლიათ ჰალუცინაციების გამოწვევა ან ადამიანის აზრების, განწყობის, დროის განცდის, ასევე გარემოს ან საკუთარი თავის აღქმის შეცვლა. გავრცელებული ფსიქოდელიური საშუალებებია ლსდ, პეიოტი და ფსილოციბინი.

რა არის DMT?

 

DMT (დიმეთილტრიპტამინი) არის ძალიან ძლიერი ფსიქოდელიკი, რომელიც გვხვდება ცხოველებსა და მცენარეებში.

 

ფსიქოდელიკები გავლენას ახდნენ ყველა გრძნობაზე, შეუძლიათ შეცვალონ ადამიანის აზროვნება, დროის აღქმა და ემოციები. ამ ნივთიერებებს ასევე შეუძლიათ ჰალუცინაციების გამოწვევა, ამ დროს ადამიანი ხედავს ან ესმის ისეთი რამ, რაც გარემოში არ არსებობს ან დამახინჯებულია რეალობის აღქმა.2 

 

DMT სტრუქტურულად ჰგავს ფსილოციბინს (ჯადოსნური სოკოები) და იწვევს ხანმოკლე და ინტენსიურ ვიზუალურ ჰალუცინაციებს.2

 

სხვა ფსიქოდელიკებია

•       2C-B
•       აიაჰუასკა
•       LSD
•       მესკალინი
•       NBOMes
•       ფსილოციბინი (ჯადოსნური სოკოები)
•       სალვია

 

როგორ გამოიყურება DMT? 

 

DMT გვხვდება სხვადასხვა მცენარეში და წარმოადგენს ნივთიერება აიაჰუასკაში შემავალ ფსიქოაქტიურ ნაერთს.3 აიაჰუასკას, DMT შემცველ მცენარეს ხარშავენ სხვა მცენარესთან (ჰარმალინი) ერთად, რომელიც შეიცავს მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორს (MAOI) და ნარევს სვამენ.4 

 

სინთეზურად მიღებული DMT არის თეთრი კრისტალური ფხვნილი.3

 

სხვა სახელებია

Dimitri, The spirit molecule, Changa, Fantasia 

 

როგორ მოიხმარება DMT?

 

DMT შეიძლება:

  • ვაპორაიზერით ან მილით მოწიონ
  • დალიონ აიაჰუასკას ნახარშის სახით
  • შეყნოსვის გზით
  • ინექციურად.5

 

DMT-ის ეფექტები

ნებისმიერი ტიპის ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ყოველთვის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული და მისი მიღებისას მნიშვნელოვანია სიფრთხილის გამოჩენა.

 

ფსიქოდელიკები ყველა ადამიანზე განსხვავებულად ზემოქმედებს და ის დამოკიდებულია: 

  • ადამიანის ზომაზე, წონაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;
  • არის თუ არა ადამიანი მიჩვეული მის მოხმარებას;
  • მოიხმარება თუ არა სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები დაახლოებით იგივე დროს;
  • მოხმარებული ნივთიერების რაოდენობაზე;
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების სიძლიერეზე (დამოკიდებულია ფსიქოაქტიური ნივთიერების ჯგუფზე);
  • გარემოზე (სადაც ნივთიერება მოიხმარება).

 

DMT ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს, თუმცა მისი ეფექტები შეიძლება მოიცავდეს: 

  • სიამოვნების მოზღვავება
  • ეიფორია
  • გუნება-განწყობის ცვალებადობა
  • სხეულებრივი შეგრძნებების მიმართ მგრძნობელობის მომატება ( სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი, ჩხვლეტის, ტკივილისა და სიამოვნების, ასევე სითბოს და დაღლილობის შეგრძნება)6,7
  • გახშირებული გულისცემა და მომატებული სისხლის წნევა
  • გაფართოებული თვალის გუგები
  • რექტალური (სწორი ნაწლავის) ტემპერატურის მომატება
  • ძლიერი მხედველობითი ჰალუცინაციები
  • დისოციაციები.5,7

 

DMT უმეტესად მოწევის გზით მიიღება, ეფექტები თითქმის მაშინვე იწყება და გრძელდება დაახლოებით 30 წთ განმავლობაში.5

 

გუნება-განწყობისა და გარემოს გავლენა

 

ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ახდენენ გავლენას (ფსიქოაქტიური ნივთიერებები) შეიძლება სხვადასხვა ეფექტები ჰქონდეთ, რაც დამოკიდებულია ადამიანის გუნება-განწყობაზე (ხშირად უწოდებენ set - ადამიანს) ან იმ გარემოზე, რომელშიც ის იმყოფება (setting -გარემო).

 

  • ადამიანი: იგულისხმება ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფსიქოდელიკების მოხმარების წინარე გამოცდილება და მოლოდინი იმის შესახებ, თუ რა მოხდება. მაგალითად, თუკი DMT-ის მოხმარებამდე,  ადამიანი განიცდის სტრესს ან შფოთავს, ამან შეიძლება უსიამოვნო გამოცდილება გამოიწვიოს.8

 

  • გარემო: გარემო, რომელშიც ადამიანი მოიხმარს ფსიქოდელიკებს – იქნება ეს ნაცნობი თუ უცნობი სიტუაცია, ვისთან ერთად იმყოფება, შენობაშია თუ გარეთ, რა ტიპის მუსიკა უკრავს და როგორია სინათლე/განათება. მაგალითისთვის, DMT-ის მშვიდ, წყნარ და განმტვირთველ გარემოში მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ან ხელი შეუწყოს სასიამოვნო გამოცდილების მიღებას, მაგრამ ხმაურიან, ხალხმრავალ ადგილას ყოფნამ შეიძლება პირიქით, უარყოფითი გამოცდილება შეუქმნას ადამიანს.8

 

DMT-ის მიღებამდე, სანდო მეგობრებთან ერთად უსაფრთხო გარემოში ყოფნა ამცირებს ნეგატიური გამოცდილების რისკს.

 

გრძელვადიანი ეფექტები

მწირი ინფორმაცია არსებობს DMT-ის ხანგრძლივად მოხმარებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესახებ, თუმცა დაფიქსირებულია გულსისხლძარღვთა პრობლემები, კერძოდ გახშირებული გულისცემა და მომატებული სისხლის წნევა.1

 

DMT და ფსიქიკური ჯანმრთელობა

DMT-ის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი არაპროგნოზირებადი გვერდითი ეფექტები:

 

  • უკონტროლო შფოთვა
  • ბოდვა და ფსიქოზი (განსაკუთრებით იმ ადამიანების შემთხვევაში, ვისაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ წინასწარგანწყობა აქვთ).

 

ფსიქოდელიკების მოხმარებით გამოწვეული ნეგატიური გამოცდილება (Bad trip)

 

ფსიქოდელიკების მოხმარებისას ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური ან რთული გამოცდილება. ეს შეიძლება მოიცავდეს:

 

  • საშიშ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჰალუცინაციებს
  • ძლიერ შფოთვას და დაბნეულობას
  • შიშს და პარანოიას.7,9

 

ფლეშბექები

ფსიქოდელიკების მოხმარებით გამოწვეული ყველაზე ხშირი გრძელვადიანი ეფექტია "ფლეშბექი". ფლეშბექი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებით გამოწვეული შეგრძნებების განმეორებითი გამოცდილებაა და შეიძლება გრძელდებოდეს დღეების, კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი.7,9

ფლეშბექების განმეორება შეიძლება გამოიწვიოს სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ ან სტრესმა, დაღლილობამ ან ფიზიკურმა ვარჯიშმა. ფლეშბექის გამოცდილება შეიძლება იყოს სასიამოვნო ან პირიქით გამოიწვიოს ძლიერი შფოთვა. ისინი, როგორც წესი, ვიზუალურია და გრძელდება 1-2 წუთი.7,9

 

ტოლერანტობა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე დამოკიდებულება

დღეისათვის მიჩნეულია, რომ DMT-ის რეგულარული მოხმარება არ იწვევს ტოლერანტობას. 10

 

DMT  და საქართველოს კანონმდებლობა11

საქართველოს კანონში “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” DMT გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I სიაში. I სიაში შედის “ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული;” 

 

დახმარების მიღება

თუ ფსიქოდელიკების მოხმარება გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, ოჯახზე, ურთიერთობებზე, სამსახურზე, სკოლაზე, ფინანსებსა და ცხოვრების სხვა სიტუაციებზე, ან თუ თქვენ ღელავთ თქვენს საყვარელ ადამიანზე, შეგიძლიათ დახმარება და მხარდაჭერა მიიღოთ.

 

დრაგ ტესტებისთვის დაუკავშირდით ორგანიზაცია მანდალას

 

ჩვენს სიაში შეგიძლიათ იპოვოთ საჭირო მომსახურება თქვენს რეგიონში. 

 

ალტერნატივა ჯორჯია

მისამართი: ნუცუბიძის ქ. #14ა, ოფისი #2

0177 თბილისი, საქართველო

ტელეფონი:

(+995 32) 239 1166/239 6699

ადიქტოლოგიური სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ალტერნატივა ჯორჯიას
 

 

ბიბლიოგრაფია

  1. Carbonaro T Gatch M. Neuropharmacology of N,N-Dimethyltryptamine. Brain Research Bulletin. 2016;126.
  2. Nichols D. Psychedelics. Pharmacological Reviews 2016;68:264–355.
  3. National Institute on Drug Abuse. Hallucinogen Drug Facts 2019 [cited 15.09.2021]. Available from: .
  4. Vazquez G Zarate C  Brietzke E. Ketamine for Treatment-Resistant Depression. 1 ed2020.
  5. Cakic V Potkonyak J Marshall A. Dimethyltryptamine (DMT): subjective effects and patterns of use among Australian recreational users. Drug and Alcohol Dependence. 2010;111:30-7.
  6. Martin M. Routledge Encyclopedia of Philosophy 1998 15.09.2021]. Available from: .
  7. Brands B Sproule B Marshman J. Drugs & Drug Abuse. 3rd ed. Ontario: Addiction Research Foundation; 1998.
  8. Nutt D. Drugs without the hot air : making sense of legal and illegal drugs. Cambridge: UIT Cambridge Ltd; 2012.
  9. Campbell A. The Australian Illicit Drug Guide. Melbourne: Black Inc; 2001.
  10. Winstock A Kaar S Borschmann R. Dimethyltryptamine (DMT): prevalence, user characteristics and abuse liability in a large global sample. Journal of Psychopharmacolgy 2014;28(1):49–54.
  11. საქართველოს კანონი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, 2012  https://matsne.gov.ge/ka/document/view/1670322?publication=21